შავი ჯიპები ტრანზიტული ნომრებით და ნიღბიანები - ტვ პირველის შეტყობინებაზე შსს-ს ამ დრომდე არ რეაგირებს
პოლიციის მდუმარების 18 საათი - სრული იგნორი შს სამინიტროსგან პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ტვ პირველთან მოწყობილი ჩასაფრების უკან ხელისუფლება დგას. 112-ში ხუთჯერ შევიდა შეტყობინება ტელევიზიიდან მყისიერი საფრთხის შესახებ, თუმცა არცერთი საპატრულო ეკიპაჟი ტვ პირველში არ მოსულა. მიუხედავად იმისა, რომ 112-ის ოპერატორები გვიდასტურებდნენ, რომ შეტყობინებები პოლიციისთვის გადაცემული იყო.
შავი ჯიპები ტრანზიტული ნომრებით და კაცები შავებში ნიღბებით ტვ პირველთან გვიან ღამით გამოჩნდნენ. მიმდინარეობდა ტელევიზიის ტერიტორიის დაზვერვა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ ტელევიზიის შემოსასვლელთან მორიგეობა, მინიმუმ, ხუთ ადამიანს ჰქონდა დაწესებული. გადაადგილდებოდნენ და ტერიტორიას სწავლობდნენ. ამ ფაქტის და კადრების გასაჯაროების შემდეგაც გომელაურის უწყება ფორმალურადაც კი არ დაინტერსებულა და ამ დრომდე ტელევიაზიაში პოლიცია არ მოსულა.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.