დაიწყო თუ არა მთავრობამ ბიზნესის ტერორი? - კობახიძე მსხვილ ბიზნესმენებს შეხვდა
დაწყო თუ არა მთავრობამ ბიზნესის ტერორი? ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ კანცელარიაში მსხვილ ბიზნესმენებს უმასპინძლა. "პირველების" ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა რუსული კანონი და მის წინააღმდეგ აგორებული პროტესტი იყო. ახლა მთავრობა, სავარაუდოდ, ცდილობს, რომ მასშტაბური აქციების ფონზე კონტროლიდან არ გავიდნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც "ოცნების" მხარდამჭერები არიან. ირაკლი კობახიძესთან მისულების უმრავლესობა პუტინისტური კანონის შესახებ ერთი-ერთში იმეორებდა ხელისუფლების მესიჯბოქსს.
ბიზნესმენების დატერორების მცდელობის შესახებ ეჭვი კიდევ უფრო მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ხელისუფლების რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ ექვსი ბიზნეს ასოციაცია გაერთიანდა. ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ბიზნესმენები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მოუსმინოს ქართველ ხალხს და რუსული კანონი უკან გაიწვიოს. "ივანიშვილისს პარტიამ პოლიტიკურ ამბიციები უნდა დაძლიოს" - ამბობენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.