დაკავება სათამაშო იარაღების გამო - დგას თუ არა უჩა აბაშიძის დაკავების უკან პოლიტიკური მოტივი?
სათამაშო იარაღის გამო დაკავებული უჩა აბაშიძე ბრალის წარდგენის მოლოდინშია. სამხედრო ექსპერტის საქმეში, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, მტკიცებულებად პლასტმასის სათამაშო იარაღი დევს. საქმე ისაა, რომ უჩა აბაშიძე ოცი წელია სათამაშო იარაღების ფედერაციას ფლობს. სამხედრო ექსპერტი საკუთარ სახლში სათამაშო იარაღს და პლასტმასის ტყვიებს ინახავს, თუმცა პოლიცია ამ ფაქტით ამ დრომდე არასდროს დაინტერესებულა.
წლების განმავლობაში უჩა აბაშიძე და აირსოფტის ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობდა შს სამინისტროსთანაც. გომელაურის უწყების სამართალდამცველები აბაშიძის მიერ ორგანიზებული თამაშების მონაწილეები იყვნენ. კადრებში, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა, ჩანს, რომ ნივთმტკიცებად პოლიციამ აბაშიძის სახლიდან სათამაშოს გარდა ნამდვილი იარაღებიც ამოიღო, თუმცა ყველა სამხედრო ექსპერტს ოფიციალურად აქვს დარეგისტრირებული. ეს ფაქტები კი აძლიერებს ეჭვს, რომ აბაშიძის დაკავების მიღმა პოლიტიკური მოტივი დგას, რადგან ის რუსული კანონის მოწინააღმდეგეა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.