რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში მიმდინარე აქციას საჯარო მოხელე შეუერთდა

10.05.24 19:39
რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში მიმდინარე აქციას საჯარო მოხელე შეუერთდა

რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში მიმდინარე აქციას საჯარო მოხელე შეუერთდა - მერიის ავტოტრანსპორტის თანამშრომელი, ირმა ხუნდაძე ადგილზე საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად მივიდა.

როგორც ხუნდაძე "პირველების" კორესპონდენტს ეუბნება, მისი "მოქალაქეობრივი ვალია, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესის დასაცავად იდგეს".

ირმა ხუნდაძე იმედოვნებს, რომ მისი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების გამო, რეპრესიების მსხვერპლი არ გახდება.

მე, ირმა ხუნდაძე დასაქმებული ვარ მუნიციპალურ სამსახურში, რაც არ მიშლის ხელს, ღიად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიდგე აქ. ვფიქრობ, რომ თითოეულმა საჯარო მოხელემ ღიად უნდა დააფიქსიროს პოზიცია და იდგნენ აქ. ველოდები, რომ ჩემს კომენტარს ცუდი შედეგები მოჰყვება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ასე არ იქნება, გამოიჩენენ ადამიანობას და არ შემზღუდავენ", - ამბობს აქციის მონაწილე საჯარო მოხელე.

"არა რუსულ კანონს" - ბათუმში, ერას მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შვილების თაობის გვერდით პოლიტიკოსები, ხელოვანები, რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან შეკრებილები.