პოლიცია მოქალაქეს სასტიკად უსწორდება - რა მოხდა თბილისის ცენტრში (ვიდეო)
თბილისის ცენტრში პოლიცია მოქალაქეს სასტიკად უსწორდება - შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ლეონიძის ქუჩაზე მოხდა.
კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, თუ როგორ ურტყამენ სამართალდამცველები ახალგაზრდა კაცს.
ვიდეოს ავტორი წერს, რომ ინციდენტის დროს დაზარალებულის გვერდით მისი ცოლიც იყო. არსებული ინფორმაციით, დაკავების ოპერაციაში სპეცრაზმიც მონაწილეობდა.
თვითმხილველის ცნობით, მოქალაქე იმის გამო სცემეს, რომ გზის დათმობაზე უარი უთხრა.
მოქალაქე ლექსო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მოქალაქეს ცოლთან ერთად სცემეს. კადრების მიხედვით, ვიდეოს ავტორს პოლიცია ვიდეოს გადაღებას უკრძალავდა.
"ასე როდესაც ექცევი საკუთარ მოქალაქეებს, ხარ ნაძირალა! ცოლთან ერთად გალახეს!
მთელი ავტობუსი ჩამოვიდა საცემად" - წერს სამხარაძე.
TV პირველი მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არკვევს.