სისხლიანი გარჩევა თბილისში - მამაკაცმა დის საქმრო მოკლა
თბილისში 35 წლამდე ახალგაზრდა მოკლეს. tvpirveli.ge-ს ინფორმაციით, მამაკაცს საცოლის ძმამ ესროლა. მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.
როგორც tvpirveli.ge-ს შსს-ში განუცხადეს, დამნაშავე იდენტიფიცირებულია.
გამოძიება კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.