ძალადობა მედიაზე - დაზარალებული ჟურნალისტები დაუსჯელობის პრობლემაზე საუბრობენ

15.07.21 11:24
ძალადობა მედიაზე - დაზარალებული ჟურნალისტები დაუსჯელობის პრობლემაზე საუბრობენ

5 ივლისს დაზარალებულ ჟურნალისტებს დამნაშავეების დასჯის იმედი არ აქვთ. ვიდეომტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, შსს თავდამსხმელების იდენტიფიცირებას არ ახდენს. მედიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა სახელმწიფოს დაკვეთა და მათ მიერვე წახალისებული იყო. 

დაზარალებული ჟურნალისტები ასევე პოლიციელების უმოქმედობაზე საუბრობენ.

მოვუწოდებდით ორივე პოლიციას, რომელიც იდგა ოც მეტრში, რომ დაგვხმარებოდა და რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ საერთოდ არ დაიძრა ადგილიდან, არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გაენეიტრალებინა სიტუაცია. დაზარალებულის სტატუსი მომანიჭეს, დაკავებულია ის ერთი ადამიანი, რომელიც მე დამესხა თავს, თუმცა არის კიდევ საქმეში ათზე მეტი ადამიანი, რომელიც ჩემს კოლეგას, დათო ქორიძეს, უტყამდა, წააქციეს, სახეში ურტყამდნენ წიხლებს და არც ერთი ადამიანი დაკავებული არ არის, - ამბობს დაზარალებული. 

5 და 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე 50-ზე მეტი ჟურნალსტი და ოპერატორი დაშავდა, თუმცა მათ დიდ ნაწილს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე მინიჭებული არ აქვს. შსს არც დამნაშავეების იდენტიფიცებას ჩქარობს, მათი დიდი ნაწილი ისევ დაუსჯელია. 
 

მსგავსი სიახლეები