შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ევროპის მოედანზე გამართულ აქციას შეუერთდებიან

11.05.24 12:59
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ევროპის მოედანზე გამართულ აქციას შეუერთდებიან

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანდებიან - დღეს, 18:30 საათზე მოქალაქეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და ევროპის მოედანზე გამართულ აქციას შეუერთდებიან.

"შშმ პირები ღირსების დასაცავად" - ამ სლოგანით ეტყვიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები "ქართული ოცნების" ინიციატივას არას.

11 მაისს, 18:30 საათზე შშმ პირები ერთად გავაპროტესტებთ რუსულ კანონს და შევუერთდებით ევროპის მარშს.

შეკრების ადგილი - რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია", - წერს ორგანიზატორი.