ეს არის ივანიშვილის კოშმარული სიზმრების განხორციელება - გია ბუღაძე მიმდინარე მოვლენებზე

11.05.24 15:45
ეს არის ივანიშვილის კოშმარული სიზმრების განხორციელება - გია ბუღაძე მიმდინარე მოვლენებზე

ევროპული მარშის გარშემო ხელოვანები ერთიანდებიან - რუსული კანონის წინააღმდეგ დღევანდელ აქციას გია ბუღაძეც უერთდება.

მხატვარი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენები "ივანიშვილის კოშმარული სიზმრების განხორციელებაა".

გია ბუღაძე პირდაპირ ამბობს, რომ ქართველი ოლიგარქი "პათოლოგიურ მდგომარეობაში" იმყოფება.

ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის კოშმარული სიზმრების განხორციელება. ამ კაცს აქვს არანორმალური, პათოლოგიური მდგომარეობა. ეს არის მისი ფსიქიკური მდგომარეობის პროეცირება სოციალურ გარემოსა და ყველა ქართველ ადამიანზე", - ამბობს ბუღაძე.

 

ქვეყანა ევროპული მარშისთვის ემზადება - დღეს, ზუსტად 19:00 საათზე საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს საკუთარ ხმას გააგონებენ - "არა რუსულ კანონს, კი ევროპას".

სიკვდილის ღამის ბრიგადების, დაშინების, რეპრესიების, დაჭერების, ფიზიკური ძალადობის და ცემის მიუხედავად, ქართველებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა დაიცვან. 

საზოგადოებას სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული. მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი, პირველი რესპუბლიკის მოედანი და ექსპო ჯორჯია - ეს შეკრების მთავარი ადგილებია, საიდანაც ხალხი ევროპის მოედანზე მივა და საკუთარ ნებასა და ხელისუფლების მოქმედებებს შორის განსხვავებებს ევროპას უჩვენებენ.

ცნობილია ასევე, რომ მოქალაქეები თბილისში რეგიონებიდანაც ჩამოდიან. ევროპულ მარშს რიგითი მოქალაქეების გარდა შეუერთდებიან მსახიობები, ხელოვანები, მომღერლები და საზოგადოებისთის ცნობილი სხვა სფეროს წარმომადგენლები.