მომივარდნენ "ოცნების" "ტიტუშკები", კარზე დაიწყეს ბრახუნი, გინება და მუქარა - დავით სეხნიაშვილი
ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მიერ მოქალაქეების დაშინების მცდელობა გრძელდება - ახალგაზრდები ერთი მეორის მიყოლებით აცხადებენ, რომ მოძალადეთა ჯგუფები მათზე და მათი ოჯახის წევრების მიმართ "ტერორს" ახორციელებენ.
სამოქალაქო აქტივისტი დავით სეხნიაშვილი მის სახლთან ჩასაფრების ფაქტს იხსენებს და "პირველებთან" ყვება, რომ მის საცხოვრებელ ბინასთან შენიღბული პირები მივიდნენ.
"ჩემს კარზე დაიწყეს ბრახუნი, გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა" - ამბობს სეხნიაშვილი და დასძენს, რომ "ოცნების" "ტიტუშკები" მასზე მუქარასაც ახორციელებდნენ.
როდესაც მე ქალაქში არ ვიყავი, ჩემს სახლთან მივიდნენ "ოცნების" "ტიტუშკები". სამი ადამიანი იყო. ჩემს კარზე დაიწყეს აქტიურად ბრახუნი, გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარები, რომ თუ არ შევწყვეტდი იმას, რასაც ვაკეთებ, ცუდი გაგრძელება მოჰყვებოდა", - ამბობს დავით სეხნიაშვილი.