შსს-ს განსაკუთრებული მობილიზება მარშისთვის - უპრეცედენტო რაოდენობის სპეცრაზმელი ავტობუსებით მოჰყავთ (ფოტო)
უპრეცედენტო რაოდენობის სპეცრაზმელი ავტობუსებით მოჰყავთ - შსს-მ დღევანდელი მარშისთვის განსაკუთრებული მობილიზება დაიწყო.
ფოტოს და ვიდეოს მოძრაობა "ტალღა" აქვეყნებს.
ქვეყანა ევროპული მარშისთვის ემზადება - დღეს, ზუსტად 19:00 საათზე საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს საკუთარ ხმას გააგონებენ - "არა რუსულ კანონს, კი ევროპას".
სიკვდილის ღამის ბრიგადების, დაშინების, რეპრესიების, დაჭერების, ფიზიკური ძალადობის და ცემის მიუხედავად, ქართველებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა დაიცვან.
საზოგადოებას სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული. მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი, პირველი რესპუბლიკის მოედანი და ექსპო ჯორჯია - ეს შეკრების მთავარი ადგილებია, საიდანაც ხალხი ევროპის მოედანზე მივა და საკუთარ ნებასა და ხელისუფლების მოქმედებებს შორის განსხვავებებს ევროპას უჩვენებენ.
ცნობილია ასევე, რომ მოქალაქეები თბილისში რეგიონებიდანაც ჩამოდიან. ევროპულ მარშს რიგითი მოქალაქეების გარდა შეუერთდებიან მსახიობები, ხელოვანები, მომღერლები და საზოგადოებისთის ცნობილი სხვა სფეროს წარმომადგენლები.