მშობლების მსვლელობა იწყება- დედები" ევროპულ მარშს "ექსპო ჯორჯიადან" შეუერთდებიან
ევროპული მარშის მონაწილეებს დედები "ექსპო ჯორჯიიდან" მსვლელობით შეუერთდებიან - რუსული კანონის მოწინააღმდეგე ქალებს, ვის შვილებსაც სადარბაზო-სადარბაზო დასდევენ და ნიღბიანი კაცები ფიზიკურად უსწორდებიან, ტერორი არ აშინებთ.
ამ წუთებში ანტირუსული აქციის მონაწილეები წერეთლის გამზირზე იკრიბებიან. ცოტა ხანში კი მთელი თბილისის გავლით, ქალები "ქართულ ოცნებას" შეძახილებით ეტყვიან, რომ შვილების თაობას არავის დააჩაგვრინებენ.
ქვეყანა ევროპული მარშისთვის ემზადება - დღეს, ზუსტად 19:00 საათზე საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს საკუთარ ხმას გააგონებენ - "არა რუსულ კანონს, კი ევროპას".
სიკვდილის ღამის ბრიგადების, დაშინების, რეპრესიების, დაჭერების, ფიზიკური ძალადობის და ცემის მიუხედავად, ქართველებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა დაიცვან.
საზოგადოებას სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული. მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი, პირველი რესპუბლიკის მოედანი და ექსპო ჯორჯია - ეს შეკრების მთავარი ადგილებია, საიდანაც ხალხი ევროპის მოედანზე მივა და საკუთარ ნებასა და ხელისუფლების მოქმედებებს შორის განსხვავებებს ევროპას უჩვენებენ.
ცნობილია ასევე, რომ მოქალაქეები თბილისში რეგიონებიდანაც ჩამოდიან. ევროპულ მარშს რიგითი მოქალაქეების გარდა შეუერთდებიან მსახიობები, ხელოვანები, მომღერლები და საზოგადოებისთის ცნობილი სხვა სფეროს წარმომადგენლები.