ქვეყანა დიდი პროტესტის მოლოდინში - რესპუბლიკის მოედანზე სამართალდამცველების მობილიზება დაწყებულია
ქვეყანა დიდი პროტესტი მოლოდინში - რესპუბლიკის მოედანზე სამართალდამცველების მობილიზება დაწყებულია.
ამ წუთებში მოვლენების ეპიცენტრში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ადგილია. ევროპული მარშის მონაწილეები დედაქალაქისკენ რეგიონებიდან მოდიან. ბათუმი, ქუთაისი, გორი, რუსთავი - კოლონები თბილისისკენ უკვე დაძრულია. ევროპული მარში რუსული კანონის გასაპროტესტებლად თბილისში ზუსტად შვიდ საათზე დაიწყება.
ათი ათასობით ადამიანი, დედაქალაქშიი მსვლელობას სამი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყებს. მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი, პირველი რესპუბლიკის მოედანი და წერეთლის გამზირი. ეს შეკრების ცენტრალური ლოკაციებია. ტერორის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და დაკავებების მიუხედავად, მოქალაქეებს შიშზე მეტი ბრაზიი დაუგროვდათ, ამიტომ დღეს თბილისის შუაგულიდან ქართველები კიდევ ერთხელ ხმამაღლა იტყვიან, რომ ევროპა მათთვის უალტერნატივო არჩევანია.