"არა რუსულ კანონს" - რუსთავში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რამდენიმე წუთში რუსთავიდან თბილისისკენ პირველი სამარშრუტო კოლონა დაიძვრება - ამ წუთებში რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ქალაქის მთავარ მოედანზე იკრიბებიან.
ანტირუსული ბანერებით მოქალაქეები ჯერ ქალაქში მსვლელობას გამართავენ, შემდეგ კი თბილისისკენ დაიძვრებიან და საკუთარ გზავნილს ხელისუფლებას სწორედ ევროპის მოედნიდან გადასცემენ.
ჩვენ ახლა რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიკრიბეთ ორგანიზატორები. ველოდებით ჩვენს თანამოაზრეებს, მეგობრებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს. როდესაც შევგროვდებით გვექნება სიტყვით გამოსვლა. მსვლელობით გადავინაცვლებთ რუსთავის ხიდამდე და შემდეგ კი ჩავსხდებით მანქანებში და კოლონებით შევუერთდებით ჩვენს თანამებრძოლებს თბილისში", - ამბობს აქციის მონაწილე.