გადადგეს ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა დამნაშავე! - მედიის პროტესტი ბათუმის საკრებულოში

15.07.21 12:06
გადადგეს ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა დამნაშავე! - მედიის პროტესტი ბათუმის საკრებულოში

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა დამნაშავე! - შესაბამისი მოთხოვნა ჟურნალისტებმა ბათუმში საკრებულოს სხდომის დაწყებამდე  დააყენეს. 

ჟურნალისტებმა დეპუტატების წინ "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ფოტოები გამოიტანეს. 

რამდენიმე დღის წინ მედიამ პროტესტი თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაშიც, გამოხატა, როცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ბრიფინგის დაწყებამდე ლექსოს ფოტოები გამოფინეს და ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.