"არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე" - ემიგრანტების აქცია ბრემენში
"არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე! არა რუსულ კანონს!" - ემიგრანტების აქცია ქალაქ ბრემენში.
გერმანიის ქალაქში ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონი გააპროტესტეს. ემიგრანტები კანონპროექტის ჩაგდებას ითხოვენ.
“ქართველები გერმანიიდან, ქალაქი ბრემენი. ვუერთდებით ჩვენს თანამემამულეებს, რომლების ახლა საქართველოში ჩვენი საერთო ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვისავ იბრძვიან. არა რუსულ კანონს, არა რეპრესიებსა და ძალადობას! არა ყველაფერს, რაც გვაახლოებს რუსეთთან და გვაშორებს ევროპას!” - ამბობენ ემიგრანტები.
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - საქართველო ქუჩაშია. ევროპულმა მარშმა გეზი ოთხი ლოკაციიდან აიღო. მოქალაქეები მეტრო 300 არაგველზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე და "ექსპო ჯორჯიასთან" შეიკრიბნენ. ამ წუთებში ათი ათასობით ადამიანი ევროპის მოედნისკენ მიემართება.