"ბოდიშს ვუხდი ჩვენს შვილებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ გასაკეთებელი და ოქროს თაობა აკეთებს ამას" - დედების თაობა მარშზე
დედების თაობა ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში დგას.
ისინი ბოდიშს უხდიან შვილებს, რომ ოქროს თაობა აკეთებს იმას, რაც მათი თქმით, მშობლებს უნდა გაეკეთებინათ.
უსამართლობამ მომიყვანა აქ. დღეს პირველად ვარ გამოსული, იმიტომ, რომ დავინახე ძალადობა და უსამართლობა. მინდა რომ იყოს გაბრწყინებული ჩვენი საქართველო. ბოდიშს ვუხდი ჩვენს შვილებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ გასაკეთებელი და ოქროს თაობა აკეთებს ამას. მადლობა ამ თაობას. არა რუსულ კანონს", - ამბობს აქციის მონაწილე.