ფოთში ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს

15.07.21 12:29
ფოთში ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს

ფოთში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი, ნათელა ღვინჯილია, დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისათვის განკუთვნილ წამლებს დოზებს აკლებდა და ყიდდა.
დაკავების ფაქტს ნარკოლოგიურში ღვინჯილიას თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებენ.
ღვინჯილია 14 ივლის ბაზრის ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც იგი ნარკოლოგიური სამსახურის პარალელურად მუშაობდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღებას გულისხმობს.