მოქალაქეები: მეტროს გადაადგილება შეფერხებულია, გაჩერდა ესკალატორი

11.05.24 22:14
მოქალაქეები: მეტროს გადაადგილება შეფერხებულია, გაჩერდა ესკალატორი

"ტვ პირველის" რედაქცია ბოლო რამდენიმე წუთია მოქალაქეებისგან აქტიურად იღებს შეტყობინებებს მეტროსადგურების შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებით.

ფოტო, რომელიც tvpirveli.ge-ს მიაწოდეს, საბურთალოს ხაზზეა გადაღებული. 

ასევე მანამდე გავრცელდა კადრები, რომ მეტროსადგურ ავლაბარში ესკალატორი გამოირთო.

 tvpirveli.ge მერიაში ინფორმაციას ამ წუთებში ამოწმებს.

განახლება: 

გადაამოწმეს და მეტროსადგურ 300 არაგველზე ესკალატორები არ გაჩერებულა, მუშაობს ჩვეულებრივ. რაც შეეხება მოცდის ინტერვალს, ღამის საათებში ყოველთვის იზრდება - უთხრეს მერიაში tvpirveli.ge-ს