აღმაშენებლის გამზირი პოლიციის მანქანებით არის სავსე

11.05.24 22:24
აღმაშენებლის გამზირი პოლიციის მანქანებით არის სავსე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზება თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე - კადრებში, რომელსაც TV PIRVELI.GE-ს აწვდიან, გადაღებულია ათობით საპატრულო პოლიციის მანქანა. დაბურულშუშიანი ავტომობილები დგანან პოლიციის განყოფილების წინ. 

გომელაურის უწყების თანამშრომლების მობილიზება, სავარაუდოდ, თბილისში მიმდინარე გრანდიოზულ დემონსტრაციას უკავშირდება. 

პოლიციაა მობილიზებული "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან. ნიღბიანები მმართველი პარტიის ცარიელ ოფისს იცავენ.