ქართველმა ემიგრანტებმა ლონდოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართაა ლონდონშიც. დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საქართველოს საელჩოს შენობასთან შეიკრიბნენ. ემიგრაციაში მცხოვრები მოქალაქეეები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას მხოლოდ რუსეთისკენ მიაქანებს და ევროპას აშორებს.
არა რუსულ კანონსს, კი მხოლოდდ ევროპას - ამ მოწოდებით ლონდონის ქუჩებში ათობით ქართველი გავიდა და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ააფრიალეს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ სიკვდილის ბრიგადების მიერ ნაცემ მშვიდობიან დემონსტრანტებსაც.