"არ გამოგივათ! არ გავჩერდებით! ვერ შეგვაშინებთ!" - ქართველი ემიგრანტების აქცია მიუნჰენში

12.05.24 12:03
"არ გამოგივათ! არ გავჩერდებით! ვერ შეგვაშინებთ!" - ქართველი ემიგრანტების აქცია მიუნჰენში

მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი - ზურაბ ჟვანიას წარმოთქმული ეს ისტორიული სიტყვები გუშინ მიუნხენის ქუჩებშიც ისმოდა. გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა თბილისში მიმდინარე ევროპული მარშის პარალელურად, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. სამშობლოსგან შორს გადახვეწილი ქართველები თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების ცემამ და დარბევამ განსაკურებით გააბრაზათ., ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას გერმანიდან უთვლიან, რომ ქართველების რუსიფიკაცია თავშივე განწირულია.  "არ გამოგივათ! არ გავჩერდებით! ვერ შეგვაშინებთ!" - ამბობდენ აქციის მონაწილეები.