არა რუსულ კანონს, არა რუსულ ოცნებას - ქართველი ემიგრანტების აქცია ამსტერდამში
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ამსტერდამშიც. ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველებიც ფიქრობენ, რომ ახლა გადამწყვეტი ბრძოლაა დაწყებული, რომელსაც ქართველებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ. არა რუსულ კანონს, არა რუსულ ოცნებას - სკანდირებდნენ ამსტერდამის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გასული ქართველი ემიგრანტები.