უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს პატიმრობა შეეფარდათ

12.05.24 12:13
უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მისი მეუღლეს, მარიამ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მას ორივე ბრალდებული ესწრებოდა. 

გამოძიება ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მომხრე ბლოგერი საკუთარ ცოლთან ერთად სხვებს ინტიმური შინაარსის კადრებს ფარულად უღებდნენ და მასალებს ინახავდნენ.