წყეულები ხართ, დაგლახვროთ უფალმა! - მეუფე ანტონმა ჟურნალისტები დაწყევლა

15.07.21 12:44
 წყეულები ხართ, დაგლახვროთ უფალმა! - მეუფე ანტონმა ჟურნალისტები დაწყევლა

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა,  მედიის წარმომადგენლები დაწყევლა. მაღალმა იერარქმა, "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებაც კი  ჟურნალისტებს გადაგვაბრალა. 

ვიდეო-მიმართვაში სასულიერო პირს 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს: 

გაგარტყით, ზუსტად მოგარტყით, ათიანში მოგარტყით, მოძალადეებო, თქვენ ხართ ლაშქარავას დამღუპველი, თქვენა ხართ, თქვენ, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვენა ხართ ამ ელგებეტეს უკან, ლობირებას უკეთებთ ყველაფერ იმას, რაც იცით, რომ ქართული საზოგადოების სიმებს შეეხება და ქართულ საზოგადოებას აღაშფოთებს, რომ ეს აღშფოთება ისე წაიყვანოთ, თქვენს წისქვილზე დაასხმევინოთ წყალი და რაღაცნაირად მოხვიდეთ ხელისუფლებაში, არამც და არამც, ყველა ხმა, რომელიც თქვენდამი იქნება მოცემული,  ყველა წყეული იქნება, არ მეშინია, თქვენც ხომ წყეულები ხართ, სანამ არ მოინანიებთ და თავისთავად ასე იქნება, დაგლახვროთ უფალმა თუ გონზე არ მოხვალთ, აქეთ რომ სახარების ციტირებები ისწავლეთ და აქით გვიკითხავთ სახარებას, იქნებ სარკეში ჩაიხედოთ, გაიგე და თქვენს თავს წაუკითხოთ სახარება- ამბობს მეუფე ანტონი.

მსგავსი სიახლეები