რუსული კანონის გატანა არ გაუვათ, არ დავიღლებით! - ახალგაზრდები დღევანდელი აქციისთვის ემზადებიან
რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგზრდები დღეს დაანონსებული აქციისთვის ემზადებიან. აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში არ დაიღლებიან და მუხტი, რომელიც ხალხში არსებობს, არსად წავა. მათ თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი მოუწევთ ბრძოლა ან რამდენი ხნით გადაწევენ ან გადმოწევენ რუსული კანონის მოსმენას, რადგან ისინი რუსული ნარატივის წინააღმდეგ მუდმივ მზდყოფნაში არიან.
გუშინდელი დღიდან გამომდინარე ყველამ დავინახეთ, როგორი მუხტია ხალხში. 300 ათასზე მეტი ადამიანი იდგა გუშინ ევროპის მოედანზე. ჩვე მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი გავითარებისთვის, როგორც ხანგრძლივი, ასევე მოკლევადიანი ბრძოლისთვის. დღეს, მოგეხსენაბთ, 22:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე და ვათენებთ ერთად საქართველოსთვის. აუცილებლად გავიმარჯვებთ, მუხტი არ განელდება, არც ბრაზი გაქრება ხალხში. უკვე გვაქვს იმის გამოცდილება, რომ წინა წელს მოგვატყუეს და ჩანიშნეს სხვა დღეს მოსმენა, დღესდღეობითაც მზად ვართ ამისთვის, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დღით გადაიტანენ ან გადმოიტანენ უკან, ჩვენ ყოველთვის ვართ მზად, ხალხში ყოველთვის არის იმის მუხტი, რომ გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ ყველანაირი რუსული ნარატივი, - ამბობს აქტივისტი.
კიდევ ერთი აქტივისტი ამბობს, რომ ხელისუფლებას რუსული კანონის გატანა არავითარ შემთხვევაში არ გამოუვა.
ისეთი პირობები შეგვიქმნეს, რომ გადაიზარდა ბრძოლა გადარჩენისთვის. არ გავუვათ, იმიტომ, რომ ახალგაზრდებს გვღვიძავს. როგორც ეგონათ, რომ არ გვაინტერესებდა რა ხდებოდა ქვეყანაში, ასე არ არის, - ამბობს აქტივისტი.
რუსული კანონის მომხრე ხელისუფლებას მძიმე საათების ათვლა დღეს საღამოდან მოუწევს. აპრილის გამოღვიძების შემდეგ მოქალაქეებს გადაწყვეტილი აქვთ, საქართველოს გაუთენონ. შეკრება პარლამენტთან დღეს საღამოს, ზუსტად 22:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს.