საყოველთაო გაფიცვას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

12.05.24 13:50
საყოველთაო გაფიცვას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

"ქართულმა ოცნებამ" ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც აიძულა, გაფიცულიყვნენ. ახლგაზრდები ამბობენ, რომ ლექციებზე იქამდე არ შევლენ, ვიდრე ივანიშვილის პარტია პარლამენტიდან რუსულ კანონს არ გაიწვევს. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ მათი ადგილი ახლა არა აუდიტორიებში, არამედ რუსთაველზეა,  სადაც ყველაზე დიდი გაკვეთილი ტარდება. 

ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთხმად ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ საგანმანათლებო პროცესებში ჩართული მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად ვჭირდებთ ჩვენ, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ გაფიცვას, არ ვცხადდებით უნივერსიტეტში სემინარებსა და ლექციებზე მანამ, სანამ ჩვენი ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას, - ამბობს სტუდენტი ლიზა ანთაძე. 

ბათუმის უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ლექაცია ახლა სწორედ საქართველოს ქალაქების ქუჩებში ტარდება. ახალგაზრდა საჯარო მოელხეებს მოწუოდებს, ისტორიის ამ მნიშვნელოვად მომენტში დადგნენ მათ გვერდით. 

ვთვლით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ლექცია დღეს საქართველოს ქალაქების ქუჩებში ტარდება და შესაბამისად, მოვუწდებთ ყველა სტუდენტს, ლექტორს, მასწავლებლებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან საჯარო სამსახურებში, გაიფიცონ და დადგნენ ჩვენთან ერთად, - ამბობს მათე ცენტერაძე.