"ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს!" - ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან

12.05.24 15:22
"ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს!" - ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან

საყოველთაო გაფიცვას ალტე უნივერსიტეტის უერთდება. ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის თვითმმართელობამ გაავრცელა.

ახალგაზრდები წერენ, რომ უკანასკნელმა დღეებმა ცხადყო, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხეშია, ამიტომ ორშაბათიდან ისინი ლექციებზე აღარ გამოცხადდებიან. 

ქართული უნივერსიტეტების თვითმმართველობებზე არსებობს სტიგმა, რომ ისინი ყველა დროში სახელისუფლებლო ვერტიკალის გაგრძელებაა და მმართველი ძალის ახალგაზრდული გუნდის მიერ იმართებიან. თვითმმართველობა ნიშნავს თვით მართვას და არა - სხვათაგან მართვას. ჩვენ გვმართავს და გვამოძრავებს ერთადერთი რამ, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული და სწრაფვა ევროპული მომავლისაკენ.

უკანასკლელ დღეებში, და არა მარტო, განვითარებულმა მოვლენებმა ნათელყო, რომ სწორედ ჩვენი ქვეყნის მთავარ, მრავალსაუკუნოვან, ეროვნულ მისწრაფებას, - ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი ნაწილი, საფრთხე შეექმნა. ალტეს თვითმმართველობა ყოველთვის იდგება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, შესაბამისად ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და გაფიცვის უფლების ფარგლებში ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში, - ნათქვამია განცახებაში.