სახალხო პროტესტს თსუ ევროპისმცოდნეობის სტუდენტებიც უერთდებიან
სახალხო პროტესტს თსუ ევროპისმცოდნეობის სტუდენტებიც უერთდებიან და საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. როგორც მომავალი ევროპისმცოდნეები, ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, - წერენ ახალგზრდები და ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.
თსუ ევროპისმცოდნეობის სტუდენტები გვერდში ვუდგავართ საქართველოს მოსახლეობას და ვწუხვართ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო. ბევრი უსამართლობა გადაიტანა ქართველმა ხალხმა ამ დღეებში, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი გზა ევროპისკენ ამ მოვლენების შემდეგ უფრო გაფართოვდება. როგორც მომავალი ევროპისმცოდნეები , ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და არა მხოლოდ ვალდებულება, ახლა ჩვენ საერთო გულისტკივილი და ქვეყნის სიყვარული გვალაპარაკებს. თსუ ევროპისმცოდნეობის სტუდენტები ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ქვეყანაში ხდება და გვაქვს იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს საბედისწერო შეცდომას და არ ჩაკეტავს ევროპისკენ მიმავალ გზას. კიდევ ერთხელ #ჩვენვართევროპა
#არარუსულკანონს
#არარუსეთს
#წინევროპისკენ
ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ მხნედ ვართ, ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვით ჩვენ სათქმელს, ჩვენ ერთად ვიდგებით ბოლომდე, მანამ სანამ საქართველოს ევროკავშირში არ დავინახავთ 🇬🇪🇪🇺 და ბოლოს, ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, დაინახოს, რომ ორივე მხარეს აქვს ერთი ფასეულობები და უნდა ერთი გზა, დასავლეთი. ვითხოვთ, გაიაზრონ, რომ ამ კანონის მიღება არა დაგვაახლოებს, არამედ დაგვაშორებს დასავლეთს და იმ შესაძლებლობებს, რომელთა მოპოვებაც ორივე მხარეს ასე მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები:
ნინი ბიკოვი, კატო ბერიშვილი, ვახო ჯაბურია, გიორგი მესხი, ალისა ასლანოვა, ლიზა გოგოსაშვილი, მართა კვარაცხელია, დეა ბერძენიშვილი, ნათია კვარაცხელია, ლიზი ცაავა, ცოტნე გელანტია, ნია გრიგალაშვილი, მათე ავსაჯანიშვილი, ქეთა ჩაგრაგანიძე, ლინდა ბოლქვაძე, ელენე ჯურნხაძე, ნიკა შონია, კესო მუშკუდიანი, ხატია კვატანია, ნინო ჭითანავა, პალინა ნათენაძე, ლაკო ქიშმარეიშვილი, ანა ბარკალაია, მარიამ მეშველიანი, მარი ძაძამია, ნატა მინდიაშვილი.