პრეზიდენტმა "ოცნება" სიცრუეში ამხილა - ზურაბიშვილის მიმართვა ოლიგარქის გუნდს, შსს-ს და მომიტინგეებს
არ გაბედოთ ხალხზე ხელის აწევა, ძალადობა და რეპრესიები! - საქართველოს პრეზიდენტმა სამართალდამცავებს პირდაპირ უთხრა, რომ თუ პრემიერ-მინისტრის მუქარას სისრულეში მოიყვანენ და მშვიდობიან მომიტინგეებს დღეს საფრთხეს შეუქმნიან, კანონის წინაშეე პასუხს ისინი აგებენ და არა ირაკლი კობახიძე. სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილის პარტია დღეს დაბნეულ, საკუთარ მანიპულაციებში ჩაკარგულად და სტრატეგიის გარეშე დარჩენილ ძალად გამოაცხადა. რუსული კანონის გამო კედელთან მიყენებულ მმართველ გუნდს პრეზიდენტმა გამოსავალი შესთავაზა: კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნება. თუუ ამაზეც უარი იქნება, მაშინ რუსული კანონის ამოქმედების ვადად 1 ნოემბერი განისაზღვროს ანუ ახალი მოწვევის პარლამენტმა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა რუსული კანონებით ცხოვრება.
პრეზიიდენტის ამ ბრიფინგამდე იყო პრემიერ მინისტრის რუსული გზავნილები.
ვრცლად ნახეთ ნინნო ელიკაშვილის რეპორტაჟში.