2 საათი დიდ შეკრებამდე - რა ხდება რუსთაველზე?
2 საათი დიდ შეკრებამდე - ევროპული მომავლის მცველები ღამის თევისთვის ემზადებიან. დღეს 22:00 საათიდან პარლამენტის შენობასთანნ უწყვეტი პროტესტი იწყება და კარვები იშლება. ბრძოლა რუსული კანონის წინაააღმდეგ უკვე ფინალურ ეტაპზეა. ახლა მხოლოდ ხალხის პროტესტსს და ერთობას შეუძლია გაჯიუტებულ ხელისუფლებას უკან დაახევინოს.
არ გავჩერდებით და არ დავუთმობთ საქართველოს რუსეთს - ეს არის მოქალაქეების მთავარი სათქმელი. რუსთაველზე მიდის ყველა - სტუდენტი და პენსიონერი, საჯარო სამსახურში დასაქმებული და უმუშევარი. სამთავრობო კვარტალში სამართალდამცველების მობილიზება უკვე შეინიშნება.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.