ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა უერთდება საყოველთაო გაფიცვას
"ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა უერთდება მასობრივ პროტესტს და საყოველთაო გაფიცვას," - სტუდენტები საგანგებო მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ახალგაზრდების თქმით, მიუღებელია ხელისუფლების მიერ ჩადენილი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჩვენი თანატოლების მიმართ.
ქვეყანაში მიმდინარე უმძიმესი მოვლენებიდან გამომდინარე, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა უერთდება მასობრივ პროტესტს და საყოველთაო გაფიცვას.
ჩვენ, მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ მიუღებელია ხელისუფლების მიერ ჩადენილი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჩვენი თანატოლების მიმართ. ასევე, ვიაზრებთ რუსული კანონის სიმძიმეს და ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არა რუსულ კანონს! გვჯერა, რომ სტუდენტების მასობრივი პროტესტი გარდამტეხ როლს ითამაშებს მიმდინარე პროცესებში და ვიქნებით ის ცვლილება, რომელიც გვინდა ვიხილოთ. ამასთანავე, ვიმედოვნებთ, რომ უნივერსიტეტი გააკეთებს მკაფიო განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შინ, ევროპისკენ." - წერია განცხადებაში.
საქართველოს 15-ზე მეტი უნივერსიტეტის ასობით სტუდენტი დაუმორჩილებლობას აცხადებს და გაფიცვას იწყებს. ახალგაზრდები ლექციებს აღარ დაესწრებიან. ასეთი რამ 1978 წლის 14 აპრილის შემდეგ არავის ახსოვს. მაშინ სტუდენტები სახელმწიფო ენის გაუქმებას ეწინააღმდეგბოდნენ, დღეს კი რუსული კანონის მიღებას, ამიტომ
ხვალიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულები ცარიელი იქნება.