საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ

12.05.24 23:38
საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. 

პარლამენტში არ შემიშვეს. სამუშაო საათები დასრულდაო. 
პარლამენტის პრეს-ცენტრი შეუშვეს. როგორც ჩანს მართლა შიგნით ჰყავს ბიძინას გამოკეტილი ქოცები"- დაწერა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ. 

"ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ენმ-ის თავმჯდომარეც შეეცადა, საკანონმდებლო ორგანოში შესულიყო, ღუმცა მასაც არ მისცეს უფლება, პარლემნტში შესულიყო. 

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ "ოცნების" დეპუტატების ნაწილი ღამის გათევას პარლამენტში გეგმავენ და უკვე შენობაში არიან.

ოპოზიციის წევრის თქმით, მმართველი გუნდის წევრები "ღალატის მესამე მოსმენით" მიღებისთვის ემზადებიან.