არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში - სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ

12.05.24 23:43
არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში - სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ

 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს უერთდებიან და უარს აცხადებენ ლექციებზე დასწრებაზე.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ორშაბათს 12 საათზე, ლექციების ნაცვლად შევიკრიბოთ უნივერსიტეტის ეზოში და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, მშვიდობიანი დემონსტრატების დარბევას, სასტიკი მეთოდებით გასწორებასა და მუქარის შემცვლელი ზარების განხორციელებას!!!

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და ვაცხადებთ,რომ გაფიცვის უფლების ფარგლებში არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში ლექციებზე", - წერია სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.