9 წლის ვიყავი, როდესაც რუსეთმა წამართვა ქალაქი და ბავშვობა, დღეს ვარ 40 წლის და ქართველების ხელით ისინი მართმევენ ქვეყანას, არ დავთმობ! - კინწურაშვილი
9 წლის ვიყავი, როდესაც რუსეთმა წამართვა ქალაქი და ბავშვობა, დღეს ვარ 40 წლის და ქართველების ხელით ისინი მართმევენ ქვეყანას, არ დავთმობ! - ამის შესახ რუსთაველის გამზირზე მყოფმა მსახიობმა, კახა კინწურაშვილმა განაცხადა, საქართველო ევროპული მომავლისთვის ათენებს.
კინწურაშვილი "პირველებთან" ხაზგასმით ამბობს, რომ როგორც ჩვენი მშობლები დამარცხებულები გამოვიდნენ აფხაზეთიდან, ასე დამარცხებულები ჩვენ ამ ქვეყნიდან არ გაიქცევა ქართველი ხალხი.
მსახიობი მოუწოდებს უფროს ტაობას, რომ მათ შვილებს დაუდგნენ გვერდით და მათთან ერთად იბრძოლონ ევროპული მომავლისთვის.
არავინ არ აპირებს საკანონმდებლო ორგანოს აღებას. ამ დღეებმა გამოაჩინა ის, რომ რეალურად საქართველოში დაიბადა ახალი საზოგადოება, რომელსაც დიდი უნარი აქვს თმენის, აქვს ღირსება და თავისუფლება. როგორი ლამაზები არიან, სილამაზეს შობს სიმამაცე და თავისუფლება, ეს არის ყველაზე მთავარი იარაღი, აქ უიარაღიოდ არის ყველა მოსული. არავინ არ აპირებს, რომ ეს შენობა აიღოს შტურმით. ეს აქცია არის აბსოლუტურად მშვიდი და დილით, როდესაც "ოცნების" დეპუტატები შევლენ, ვიღაცა 200 მეტრიდან თუ დაუსტვენთ, როგორმე მოითმინონ, იმიტომ, რომ ქვეყანას ყიდიან. მე ვიყავი 9 წლის, როდესაც რუსეთმა წამართვეს ქალაქი და ბავშვობა, დღეს ვარ 40 წლის და მე ვხედავ, რომ ქართველების ხელით რუსები მართმევენ ქვეყანას და ჩემი შვილების მომავალს და მე ამას არ დავთმობ და თქვენ მშობლებო, უფროსო თაობა, თუ გგონიათ, რომ აქ ვინმე ნაცების გამო დგას, ძალიან ცდებით.... აქ ხალხი თავისუფლებისთვის და უკეთესი მომავლისთის დგას და როგორც ჩვენი მშობლები დამარცხებულები გამოვიდნენ აფხაზეთიდან, ასე დამარცხებულები ჩვენ ამ ქვეყნიდან არ გავიქცევით. ამიტომ გთხოვთ, თქვენს შვილებს დაუდექით გვერდით", - ამბობს კახა კინწურაშვილი.