პარლამენტი გისოსებში ჩასვეს - ახალგაზრდები საქართველოს უთენებენ (ფოტოები)
ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო ისევ რკინის შედუღებულ გისოსებშია ჩასმული. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია - "გაუთენე საქართველოს" თითქმის 5 საათია, მიმდინარეობს.
ამ წუთებში, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები. ისმის სიმღერის ხმა.


