გვინდა მორალური დისკომფორტი შევუქმნათ დეპუტატებს, მოვიდნენ დილით და თვალებში ჩაგვხედონ - ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელიც რუსთაველის გამზირზე საქართველოს ევროპულ მომავალს ღამეს უთენებს, ამბობს, რომ ხვალ დილით იმ დეპუტატებს, რომლებიც რუსულ კანონს ხმას მისცემენ, მორალურ დისკომფოტს შეუქმნიან.
ლომჯარიას თქმით, "ოცნების" დეპუტატებს აქვთ უკვე დისკომფორტი და ამის დასტურია ის, რომ ისინი ეთერებში, ქუცებშიც კი ვერ ჩნდებიან.
ჩვენ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ გავუთენებთ ამ მნიშვნელოვან ღამეს საქართველოს. ჩვენ გვინდა, რომ მორალურ დისკომფორტი შევუქმნათ დეპუტატებს და აი მოვიდნენ დილით აქ, თვალებში ჩაგვხედონ, შევიდნენ და ისე მისცენ ხმა ამ კანონპროექტს. მათ აქვთ დიდი მორალური დისკომფორტი, მერამდენე დღეა ეთერშიც ვერ ჩნდებიან, ქუჩაში არ გამოდიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ჩვენ არ ვჩერდებით, ჩვენ არ ვიღლებით და ჩვენ ვართ წინააღმდეგი ამ კანონპროექტის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.