რითიც უნდათ იმით დაგვემუქრონ, ყველას ხომ ვერ დაგვიჭერენ, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ - ეკატერინე დემეტრაძე
რითიც უნდათ იმით დაგვემუქრონ, ყველას ხომ ვერ დაგვიჭერენ, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ, სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია - ამის შესახებ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მდგარმა მსახიობმა, ეკატერინე დემეტრაძემ "პირვერლებთან" განაცხადა.
დემეტრაძის თქმით, ამ პროტესტს შიშზე დიდი ძალა აქვს.
როდესაც გმირთა მოედანს ვკეტავდით, მაშინ დროშა გვეჭირა ხელში და ერთმანეთს ვენაცვლებოდით. ერთი ბიჭი იყო, რომელსაც სულ ეჭირა და ერთ მომენტში ვკითხე, ხელი არ გტკივა-თქო და მიპასუხა, კი მტკიცა, მაგრამ სამშობლო უფრო მტკივაო. ამ თაობის აამიანი ასე რომ გეტყვის საქართველოში, მერე რისი უნდა შეგეშინდეს. იმხელა ძალა ვიგრძენი, რომ არ შემიძლია უბრალოდ, ეს არ გავაკეთო, აქ არ ვიდგე. ახლა ბრძოლის ხაზის გადის აქ, ამ გამზირზე.
გულწრფელად გეტყვით, მეშინია არ მცემონ, მაგინონ, დამაშნონ, ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს შვილს დახვდნენ, მაგრამ რითიც უნდათ იმით დაგვემუქრონ, ყველას ხომ ვერ დაგვიჭერენ, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ", - ამბობს ეკატერინე დემეტრაძე.