სისტემის გაუმართავობა კორუფციის რისკებს შეიცავს - ჯანდაცვის ექსპერტი ვაქცინაციაზე

15.07.21 13:47
სისტემის გაუმართავობა კორუფციის რისკებს შეიცავს - ჯანდაცვის ექსპერტი ვაქცინაციაზე

ჯანდაცვის სამინისტრო ისევ დუმს, ტიკარაძის უწყებაში ისევ არაფერს ამბობვენ იმ ხარვეზებსა და პრობლემებზე, რის გამოც ვაქცინის საიტზე რეგისტრირება არ ხდება. ,,ფაიზერის" ვაქცინა ქვეყანაში არასაკმარისი რაოდენობით შემოვიდა, თუმცა ვისზე გადანაწილდა ვაქცინა, ჯერ უცნობია. 

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ჩალაძე, აცხადებს, რომ ,,ფაიზერის" ვაქცინაზე საიტის გაუმართავობა კორუფციის ნიშნებს შეიცავს და ეს პოლიტიკური თამაშებია.

წინა დღეებში ვისმენდით ბატონ გამყრელიძისგან, რომ ვაქცინაციაზე ხალხის აქტივობა დაბალია, მიწოდება უფრო მაღალია, ვიდრე მოთხოვნაო, მაშინ რატომ ვერ დარეგისტრირდნენ ეს ადამიანები? საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასა და უცოდინრობასთან. ყველაზე ცუდი კი კორუფციის მაღალი რისკებია. რატომ ვერ გამართეს სისტემა? ეს ხომ წარმოუდგენელია. იმიტომ რომ არ გამართეს და რაღაცაში ეს აწყობთ. ეს რაღაცა პოლიტიკური თამაშებია, მეტი არაფერი - ამბობს გიორგი ჩალაძე.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შეზღუდვები შემსუბუქდა, დადებითობის მაჩვენებელმა მოიმატა. არ მცირდება გარდაცვალების მაჩვენებელიც. ამიტომაც ჯანდაცვის სამინისტრომ შეზღუდვების ხელახალ შემოღებაზე საუბარი დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები