"ხარებამ" სპეცრაზმი მზადყოფნაში მოიყვანა - კადრები თავისუფლების მოედნიდან

13.05.24 04:34
"ხარებამ" სპეცრაზმი მზადყოფნაში მოიყვანა - კადრები თავისუფლების მოედნიდან

 

 

გომელაურის უწყებამ თავისუფლების მოედანზე დამატებითი ძალები შეჰყვანა - კადრებში, რომელიც "პირველებმა" გადაიღო ჩანს, მინიმუმ 8 ავტობუსი, რომელშიც სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

 გადავიღეთ ნიღბები, ფარები და ხელკეტები. ადგილზე მობილიზებულია ჭყლის ჭავლისა და სახანძროს მანქანებიც.

სპეცრაზმი სრულად არის ეკიპირებული და სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირისკენ უახლოეს პერიოდში გადაინაცვლებს. 

ეს მაშინ, როცა დედაქალაქში მიმდინარე აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს - ისმის სიმღერისა და ცეკვის ხმა. 

სპეცრაზმმა განსაკუთრებული მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილი გამოვიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შიდა სივრციდან. 

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევენ და მოვლენების ეპიცენტრიდან მათ გაყვანას ცდილობენ.