სპეცერაზმი ძირსდაგდებულ მოქალაქეებს გამეტებით, ჯგუფურად ურტყამს - უძიმესი ვიდეო

13.05.24 07:19
სპეცერაზმი ძირსდაგდებულ მოქალაქეებს გამეტებით, ჯგუფურად ურტყამს - უძიმესი ვიდეო

 

 

ჯგუფური ძალადობა რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებზე - რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე სატიკი მეთოდებით იძალადა - კადრებში, რომელიც TV პირველმა მოიპოვა, ჩანს, როგორ უსწორდებიან 10-ზე მეტი ნიღბიანი ძირს დაგდებულ მოქალაქეეს.

კადრებში ჩანს, როგორ უტყამენ წიხლებსა და ხელებს წრეში მოქცეულ ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანებს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები. 

გომელაურის თანამშრომლებს გაურკვეველი ნივთი უჭირავთ ხელში და მას გამეტებით სახეში ურტყამენ დაკავებულებს.  

ერთ-ერთი დაკავებული სავარაუდოდ, ის პირია, რომელზეც ფიზიკურად პოლიციამ ჯეე კიდევ ჭიჭინაძის ქუჩაზე იძალადა. 

ასევე ნახეთ: