არალეგიტიმური თვითმარქვიები ხართ ხალხის და მსოფლიოს თვალში - ლომჯარია "ოცნების" დეპუტატებს

13.05.24 07:39
არალეგიტიმური თვითმარქვიები ხართ ხალხის და მსოფლიოს თვალში - ლომჯარია "ოცნების" დეპუტატებს

არალეგიტიმური თვითმარქვიები ხართ - ასე მიმართავს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "ოცნების" დეპუტატებს, რომელთა პარლამენტში შესასვლელად შსს-ს თანამრშრომლებმა გარეთ ძალადობის სერია მოწყეს.

"აწი გინდ შეგიტანონ და გინდ გამოგიტანონ მაგ შენობაში, არალეგიტიმური თვითმარქვიები ხართ ხალხის და მსოფლიოს თვალში. ბოლოს მაინც ზუსტად ისე იქნება, როგორც ხალხს უნდა". - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე სატიკი მეთოდებით იძალადა - კადრებში, რომელიც TV პირველმა მოიპოვა, ჩანს, როგორ უსწორდებიან 10-ზე მეტი ნიღბიანი ძირს დაგდებულ მოქალაქეეს.