ხელისუფლებამ ვერ შეძლო მოქალაქეების დაცვა, არ იყო მზად - მეუფე თეოდორე

15.07.21 14:13
ხელისუფლებამ ვერ შეძლო მოქალაქეების დაცვა, არ იყო მზად - მეუფე თეოდორე

ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის მიტროპოლის, მეუფე თეოდორეს, განცხადებით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო მოქალაქეების დაცვა და არ იყო მზად. მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე კი პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებს ეკისრებათ. ახალქალაქის მიტროპოლიტი ამბობს, რომ სასულიერო პირებს, გამონაკლისის გარდა, ძალადობრივი ხასიათის მოწოდებები არ გაუკეთებიათ.

ძალადობაზე მამებისგან არავითარი მოწოდება არ ყოფილა. იყო ერთეული, რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არასწორად თქვა უბრალოდ და შემდეგ შეასწორა და ბოდიში მოიხადა ამ ყველაფრისთვის საჯაროდ. მამაოები იქ ყველანაირად ასრულებდნენ  იმის მოვალეობას, რომ არ მომხდარიყო ძალადობა და ეფარებოდნენ. სამწუხაროდ, ცუდად აშუქებთ თქვენ, მამები ამას არ აკეთებდნენ. ჩვენ ვიყავით მშვიდობიან პარაკლისზე, მშვიდობიანი პროტესტით. მამაო გადაეფარა, უბრალოდ, თქვენ ვერ ნახეთ ეტყობა, კადრები კარგად. თუ კარგად ნახავთ, ეფარებიან და მამებსაც ხვდებათ. პირველ რიგში, მე ვფიქრობ რომ პასუხისმგებლობა თუ კი ვინმემ უნდა აიღოს, ეს არის პრაიდის ორგანიზატორებმა და მათმა მხარდამჭერებმა. რადგან მათ არ შეცვალეს თავისი განცხადება, თავისი გამოსვლა, მიუხედავად მრავალი მოწოდების. მათ შეცვალეს უკვე ბოლოს, როდესაც ხალხი გადარეული იყო. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ის ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც ზუსტად იმ პრაიდის ორგანიზატორებმა მოახდინეს, რა თქმა უნდა, არ იყო დასაშვები. ჩვენ ყველა ვემიჯნებით, ამაზე ორ პასუხი არ არსებობს, მაგრამ ხომ უნდა ვნახოთ, საიდან წამოვიდა, რამ გამოიწვია. ეს გამოიწვია იმ ძალადობამ, რასაც პრაიდის წარმომადგენლები ახორციელებდნენ ქართველ ერზე. სამწუხაროდ ხელისუფლებამ ვერ შეძლო და არ იყო მზად. მე როგორც მოვისმინე, ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ არ ველოდით, რომ ჟურნალისტებზე დაიწყებოდა ასეთი ძალადობა, თუ რაც ჰქვია ამას. ლექსო, პასუხი უნდა აგოს მთელმა საზოგადოებამ. თქვენ გგონიათ, თქვენ თავისუფალი ხარ? არ ხართ თქვენ თავისუფალი, არც ჩვენ ვართ თავისუფალი და პირველ რიგში დამნაშავეა პრაიდის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები,"- განაცხადა მეუფე თეოდორემ.

მსგავსი სიახლეები