პარლამენტთან სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს

13.05.24 08:48
პარლამენტთან სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს

რუსთაველის გამზირზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

მშვიდობიანი დემონსტრანტები "პირველებთან" ამბობენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმები მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას ყოვლად უსაფუძვლოდ იყენებენ.