თუკი რომელიმე პოლიციელს შეგნება შემორჩა, გადმოვიდეს ჩვენს მხარეს - აქციის მონაწილე
აქციის მონაწილე პოლიციელების მხრიდან შეურახცყოფაზე და ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. ახალგაზრდა სამართალდამცველებს სთხოვს, თუკი კიდევ რომელიმე პოლიციელს შეგნება შემორჩა, მათ მხარეს გადავიდნენ.
ძალიან ცუდი სიტყვებით მოგვმართეს პოლიციელებმა, „მოდი, პასპორტს გაჩვენებო“ და უცებ არ ვიცი რატომ გამოიწიეს აქეთ, ძალიან უმიზეზოდ მოვიდნენ. უბრალოდ, თუ კიდევ რომელიმე პოლიციელს გააჩნია იმის შეგნება და იმის გული, რომ მოგვისმინოს, ერთ-ერთს მაინც, გადმოვიდეს ჩვნეს მხარეს, იმიტომ, რომ ასე აღარ შეიძლება უკვე. ახლა ექნებათ პრემიები და მერე რამდენ ხანს ექნებათ პრემიერბი, ძალიან მაინტერესებს, - ამბობს აქციის მონაწილე.