სიმბოლურია, რომ "ოცნებას" სამარცხვინო, მოღალატეობრივი კანონის მიღება სპეცრაზმელების კორდონების თანხლებით უწევს - გორგილაძე
რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მწერლებიც უერთდებიან - დავით გორგილაძე "პირველებთან" ივანიშვილის გუნდის მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს მოღალატეობრივს უწოდებს.
ჟურნალისტი პირდაპირ ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" საკუთარ ინიციატივას დაამტკიცებს, ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს ქუჩაში გადაადგილება სპეცრაზმელების კორდონით მოუწევს.
მე მგონი, ამ ძალადობას შეფასება არ სჭირდება. ყველაფერი ნათელია. ძალიან სიმბოლურია, რომ ამ ადამიანებს ამ სამარცხვინო, მოღალატეობრივი კანონის მიღება სპეცრაზმელების შეცილების და კორდონების თანხლებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, სწორედ ასე მოუწევთ ქუჩაში სიარული. იმედი მაქვს, რომ პროტესტი არ მინელდება და გახდება ბევრად უფრო აქტიური. ჩვენ ვნახეთ, რამდენი ადამიანია ამ კანონის წინააღმდეგი. მე მგონია, რომ ამ კანონპროექტის მიღება არ უნდა დავუშვათ, რადგან ეს იქნება კატასტროფა", - ამბობს დავით გორგილაძე.