"ერთ კაცს 9 სპეცრაზმელი ურტყამს" - ჭიჭინაძის და ჟვანიას ქუჩების კვეთაზე ვითარება პერიოდულად იძაბება

13.05.24 10:01
"ერთ კაცს 9 სპეცრაზმელი ურტყამს" - ჭიჭინაძის და ჟვანიას ქუჩების კვეთაზე ვითარება პერიოდულად იძაბება

ჭიჭინაძის და ჟვანიას ქუჩების კვეთაზე ვითარება არაპროგნოზირებადია. პერიოდულად სამართალამცველები ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხალხს არბევენ სპეციალური ქაფის  და ძალის გამოყენებით არბევენ. 

ამ წუთებში ადგილზე მშვიდობიანი მოქალაქეები ისევ იმყოფებიან. ადგილზე არიან სამართალდამცველებიც. 

ერთ-ერთი ადკავებული კინორეჟისორი გუკა რჩეულიშვილია. აკავებულია ასევე რამენიმე სამოქალაქო აქტივისტი.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანია დაკავებული.

წინა ხაზზე ადამიანი, რომელიც არაფერს აშავებდა, იდგა უბრალოდ, კონტაქტშიც არ შესულა, გამოვვარდნენ 6-7 კაცი, ჩააფრინდნენ და წაიყვანეს. ვყვიროდი, რომ "არაფერი დაუშავებია-მეთქი". გიორგი ფოფორაძე დაკავეულია ახლა, ვერ ვუკავშირდები. ეს არის რუსული რეჟიმი, - ამბობს აქციის მოანწილე. 
 

აქტივისტები ამბობენ, რომ სპეცრაზმელები მოქალაქეებს უმოწყალოდ სცემენ.  

ერთ კაცს ურტყამდა 9 სპეცრაზმელი. სირცხვილია! ხალხო, გამოდით გარეთ!, - ამბობს აქციის მონაწილე