საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს - ახალგაზრდები ბსუ-სკენ მიემართებიან
ბათუმში, საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს - შვილების თაობა მსვლელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიემართა, სადაც გაფიცულ ახალგაზრდებს შეუერთდება.
საზღვაო აკადემიის სტუენტები ლექტორ-მასწავლებლებს მიმართავენ და მოუწოდებენ მათაც, პროტესტს შეუერთდნენ.
"გამოდი!" - სკანდირებენ ახალგაზრდები, რომლებიც ამ წუთებში მსვლელობას მართავენ.