"გამოდი" - სტუდენტები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიდნენ
სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიდნენ - ახალგაზრდებს პროფესორ-მასწავლებლებიც უერთდებიან.
"გამოდი" - სკანდირებენ მოქალაქეები, რომლებიც უნივერსიტეტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მისულები.
სტუდენტებმა უნივერსიტეტის დერეფანში საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.
მანამდე კი საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. შვილების თაობა მსვლელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიემართებოდა, სადაც გაფიცულ ახალგაზრდებს შეუერთდებოდნენ.