მედიას პარლამენტის შენობა დაატოვებინეს - საკანონმდებლო ორგანოში სპეცრაზმი რჩება

13.05.24 11:24
მედიას პარლამენტის შენობა დაატოვებინეს - საკანონმდებლო ორგანოში სპეცრაზმი რჩება

მედიას პარლამენტის შენობა დაატოვებინეს. მიზეზად კომიტეტის სხდომის დასრულება დასახელდა. 

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი პარლამენტს ამ დრომდე ამაგრებენ. 

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი კომიტეტზე მმართველმა პარტიამ დღეს მესამე მოსმენით 67 წამში დაამტკიცა. პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება.